
იერემია 41:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გარიდებოდნენ ქალდეველებს; ეშინოდათ მათი, რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ქვეყანა ბაბილონის მეფეს.
იერემია 41:18 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 41:18 კონტექსტში
41:16წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა მთელი დანარჩომი ხალხი, რომელიც ტყვედ წამოასხა მიცფადან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალია ახიკამის ძის მოკვლის შემდეგ, მათ შორის: მამაკაცები, მეომრები, ქალები და ბავშვები, საჭურისები, რომლებიც გაბაონიდან დააბრუნა.
41:17წავიდნენ და დადგნენ გერუთ-ქიმჰამთან, ბეთლემის მახლობლად, რომ ეგვიპტეში გადასულიყვნენ და
41:18გარიდებოდნენ ქალდეველებს; ეშინოდათ მათი, რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ქვეყანა ბაბილონის მეფეს.
პარალელური ადგილები: იერემია 41:18
- იერემია 40:5ჯერ პასუხი არ ჰქონდა გაცემული - ან დაბრუნდი გედალიასთან, ძესთან ახიკამისა, ძისა შაფანისა, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, და იცხოვრე იქ, ხალხში; ან სადაც მიაგეწონება, იქ წადი. მისცა მას ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაუშვა.
- ლუკას სახარება 12:4თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;
- ლუკას სახარება 12:5არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
- იერემია 42:16მახვილი, რომლისაც აქ გეშინიათ, ეგვიპტის ქვეყანაში მიგწვდებათ; და შიმშილი, რომელსაც აქ უფრთხით, ეგვიპტეშიც არ მოგცილდებათ და იქ დაიხოცებით.
- იერემია 42:11ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი, ამბობს უფალი, რადგან თქვენთანა ვარ, რათა დაგიფაროთ და დაგიხსნათ მისი ხელიდან.
- იერემია 43:2მაშინ უთხრეს ყაზარია ჰოშაყიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და სხვა ამპარტავანმა ხალხმა იერემიას: ტყუილს ლაპარაკობ. არ დაუბარებია შენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს, ნუ წახვალთო ეგვიპტეში დასარჩენად.
- იერემია 43:3არამედ ბარუქ ნერიას ძემ წაგაქეზა ჩვენს წინაღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვაგდოს, რომ ამოგვწყვიტონ ან ბაბილთნში გადაგვასახლონ.
- ესაია 51:12მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება?
განაგრძე კითხვა: იერემია 41
სრულად წაიკითხე: იერემია 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში