
იერემია 44:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დედროვანო რასაც თქვენი ბაგეები ამბობდნენ, თქვენი ხელებიც იმას აკეთებდნენ: აღთქმები უნდა შევასრულოთ, უნდა ვუკმიოთ ცის დედოფალს და საღვრელი უნდა დავუღვაროთო! კარგადაც დაგიცავთ აღთქმები, ბეჯითად შეგისრულებიათ!
იერემია 44:25 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 44:25 კონტექსტში
44:23იმის გამო, რომ აკმევდით და სცოდავდით უფალს, არ გესმოდათ უფლის ხმა და არ მისდევდით მის რჯულს, მის წესებს და დარიგებებს. ამის გამო გეწიათ თქვენ ეს უბედურება, დღეს რომ გჭირთ.
44:24უთხრა იერემიამ მთელ ხალხს და მთელ დედროვანს: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც კი ხართ ეგვიპტის ქვეყანაში.
44:25ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დედროვანო რასაც თქვენი ბაგეები ამბობდნენ, თქვენი ხელებიც იმას აკეთებდნენ: აღთქმები უნდა შევასრულოთ, უნდა ვუკმიოთ ცის დედოფალს და საღვრელი უნდა დავუღვაროთო! კარგადაც დაგიცავთ აღთქმები, ბეჯითად შეგისრულებიათ!
44:26ამიტომ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყნად მცხოვრებო! აჰა, ჩემს დიად სახელს ვფიცავ, ამბობს უფალი, თუ ამიერიდან ერთმა იუდაელმა მაინც ახსენოს მთელ ეგვიპტეში ჩემი სახელი, ისე უფალმა იცოცხლოსო.
44:27აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაილევა ეგვიპტეში მყოფი ყველა იუდაელი, ვიდრე საბოლოოდ არ დაილევიან.
პარალელური ადგილები: იერემია 44:25
- მათეს სახარება 14:9შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.
- ეზექიელი 20:39თქვენ კი, ისრაელის სახლო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: წადით, ემსახურეთ თქვენ-თქვენ კერპებს; და ამიერიდან თუ არ მომისმენთ, მეტად მაინც ნუღა შელახავთ ჩემს წმიდა სახელს თქვენი შესაწირავებით და თქვენი კერპებით.
- იაკობის ეპისტოლე 1:14არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
- იაკობის ეპისტოლე 1:15ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს.
- იუდას ეპისტოლე 1:13ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცდომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.
- მოციქულთა საქმენი 23:12როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.
- მოციქულთა საქმენი 23:15მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად.
- იობი 34:22ვერც ბნელში, ვერც შავეთში ვერ დაიმალება ბოროტმოქმედი;
განაგრძე კითხვა: იერემია 44
სრულად წაიკითხე: იერემია 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში