
იერემია 48:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მედიდურობა და დიდგულობა.
იერემია 48:29 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 48:29 კონტექსტში
48:27განა სამასხროდ არ გყავდა ისრაელი? განა ქურდებში იყო დაჭერილი, თავს რომ აქნევ მის ყოველ ხსენებაზე?
48:28დასტოვეთ ქალაქები და კლდეებში დასახლდით, მოაბის მკვიდრნო! იყავით მტრედებივით, ნაპრალის კიდეებზე რომ იბუდებენ.
48:29გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მედიდურობა და დიდგულობა.
48:30მე ვიცი, ამბობს უფალი, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი და ფუჭი საქმე.
48:31ამიტომაც ვივალალებ მოაბზე და კივილს ავტეხ მთელ მოაბზე. იგლოვებენ კირ-ხერესის კაცებს.
პარალელური ადგილები: იერემია 48:29
- ესაია 16:6გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა, მისი მედიდურობა, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი.
- ფსალმუნები 138:6რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.
- იგავესნი 30:13არის ხალხი - და როგორი ამპარტავანი და ქედმაღლად მომზირალი!
- იგავესნი 18:12შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
- იობი 40:10აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი!
- იობი 40:12დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი!
- ესაია 2:11დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!
- ესაია 2:12რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება.
განაგრძე კითხვა: იერემია 48
სრულად წაიკითხე: იერემია 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში