
იერემია 48:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მუსრს გავავლებ მოაბში ყველას, ამბობს უფალი, ვისაც გორაკზე მსხვერპლი მიაქვს და უკმევს თავის ღმერთებს.
იერემია 48:35 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 48:35 კონტექსტში
48:33ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და მოაბის ქვეყანას; გავაქრობ ღვინოს საწნახლებიდან, აღარ დაწურავენ შეძახილით: ჰედად! ჰედად! აღარ გაისმება ჰედადის შეძახილი.
48:34ხეშბონის გამო კივილს ელყალამდე, იაჰაცამდე ბანი მისცეს ცოღარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაწყდება ნიმრიმის წყლებიც.
48:35მუსრს გავავლებ მოაბში ყველას, ამბობს უფალი, ვისაც გორაკზე მსხვერპლი მიაქვს და უკმევს თავის ღმერთებს.
48:36ამიტომ მიკვნესის სტვირივით გული მოაბზე; მიკვნესის სტვირივით გული კირ-ხარესის ხალხზე, რადგან დაეღუპათ მთელი მონაგარი.
48:37გადაპარსული აქვს ყველას თავი, მოკვეცილი აქვს ყველას წვერი, დახოკილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია.
პარალელური ადგილები: იერემია 48:35
- ესაია 16:12აჰა, გამოჩნდება დაქანცული მოაბი გორაკზე და შევა თავის საწმიდარში სალოცავად, მაგრამ არაფერი ეშველება.
- ესაია 15:2ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.
- რიცხვთა 28:14მათი საღვრელი-ჰინის ნახევარი კურატზე, ჰინის მესამედი ვერძზე, ჰინის მეოთხედი ცხვარზე. აი, ეს არის საახალმთვარეო აღსავლენი მსხვერპლი წელიწადის ყოველ თვეს.
- რიცხვთა 28:28საძღვნოდ მათთვის: გამტკიცული ფქვილი, ზეთში არეული, ეფის სამი მეათედი თითო კურატზე, ორი მეათედი თითო ვერძზე.
- რიცხვთა 28:30ერთიც ვაცი თქვენი მიტევებისთვის.
- რიცხვთა 22:40დაკლა ბალაკმა ხარები და ცხვრები და გაუგზავნა ბალაამს და მის თანმხლებ თავკაცებს.
- რიცხვთა 22:41მეორე დილით ადგა ბალაკი და ბაალის გორაკებზე აიყვანა ბალაამი. დაინახა იქიდან ბალაამმა ხალხის ნაწილი.
- იერემია 48:7რადგან შენი ნახელავის და საგანძურის იმედი გქონდა; შენც შეგიპყრობენ და ქამოშიც დატყვევდება, მისი ქურუმები და მთავრებიც თან მიჰყვებიან.
განაგრძე კითხვა: იერემია 48
სრულად წაიკითხე: იერემია 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში