
იერემია 48:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოაბის ყველა ბანზე და მის ყველა მოედანზე გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უხმარი ჭურჭელივით, ამბობს უფალი.
იერემია 48:38 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 48:38 კონტექსტში
48:36ამიტომ მიკვნესის სტვირივით გული მოაბზე; მიკვნესის სტვირივით გული კირ-ხარესის ხალხზე, რადგან დაეღუპათ მთელი მონაგარი.
48:37გადაპარსული აქვს ყველას თავი, მოკვეცილი აქვს ყველას წვერი, დახოკილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია.
48:38მოაბის ყველა ბანზე და მის ყველა მოედანზე გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უხმარი ჭურჭელივით, ამბობს უფალი.
48:39როგორ დაიქცა, როგორ მოთქვამენ, როგორ თავი შეირცხვინა და შეიქნა მოაბი სამასხროდ და შესაზარად გარეშემოთათვის.
48:40რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით აფრინდება და ფრთებს გადაშლის მოაბზე.
პარალელური ადგილები: იერემია 48:38
- იერემია 22:28ნუთუ უღირსი ქმნილებაა, ნუთუ გადასაგდებია ეს კაცი ქონიაჰუ, როგორც უსარგებლო რამ ნივთი? რისთვის არიან გაგდებულნი ის და მისი თესლი და გადაყრილნი ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცოდნენ?
- იერემია 25:34ვალალებდეთ, მწყემსებო! ჰკიოდეთ, მტვერი დაიყარეთ, ჯოგის პატრონებო, რადგან დადგა თქვენი დაკვლის ჟამი! გაგფანტავთ და ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით.
- ესაია 22:1ხილვის ხეობის განაჩენი. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ?
- ოსეა 8:8ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:20დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:21ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული.
- რომაელთა მიმართ 9:21იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც?
- რომაელთა მიმართ 9:22მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას,
განაგრძე კითხვა: იერემია 48
სრულად წაიკითხე: იერემია 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში