
იერემია 49:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათი დაცემის ხმა მიწას შეარყევს, მისი კივილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
იერემია 49:21 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:21 კონტექსტში
49:19აჰა, ლომივით გამოდის იგი იორდანეს ჭალებიდან ნოყიერი საძოვრებისკენ. წამისყოფაში გავაქცევ ქვეყნიდან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ მას. რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსია, წინ რომ დამიდგეს?
49:20ამიტომ მოისმინეთ უფლის განაჩენი, რომელიც ედომს განუჩინა და ზრახვანი, რაც თემანის ხალხზე განიზრახა: ნახეთ, თუ არ წაათრიონ ისინი მწყემსის ბიჭებე, თუ თავზე არ დაუმხონ ფარეხები!
49:21მათი დაცემის ხმა მიწას შეარყევს, მისი კივილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
49:22აჰა, აიწევა როგორც არწივი, გაფრინდება და ფრთებს გადმოშლის ბოცრაზე. ედომელ ვაჟკაცთა გული მშობიარე დიაცთა გულივით გახდება იმ დღეს.
49:23დამასკოზე გაწბილდნენ ხამათი და არფადი, რადგან ცუდი ამბები მოუვიდათ. შეშფოთდნენ; ზღვაზე ღელვაა და ვერ ისვენებენ.
პარალელური ადგილები: იერემია 49:21
- იერემია 50:46მოვა ბაბილონის აღების ამბავი. და შეძრწუნდება ქვეყანა, კივილის ხმა გაისმება ხალხებში.
- ეზექიელი 21:16უკან შეტრიალდი, მარჯვნივ გადი, წინ წადი, მარცხნივ გადი! ყოველი მხრისკენ არის მიმართული შენი პირისახე.
- გამოცხადება 18:10და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.
- ესაია 14:4წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას!
- ესაია 14:15მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.
- ეზექიელი 32:10შევაძრწუნებ შენ გამო უამრავ ხალხს და შიშის ზარი დაეცემათ მათ მეფეებს შენ გამო, როცა მოვიქნევ მათ ზემოთ ჩემს მახვილს და ყოველ წამს სიკვდილის შიში ექნებათ შენი დაცემის დღეს.
- ეზექიელი 26:15ასე ეუბნება უფალი ღმერთი ტვიროსს: ხომ შეირყევა ზღვისპირეთი შენი დაცემის სმისგან, დაჭრილთა კვნესით, როცა ხოცვა-ჟლეტა მოხდება შენს წიაღში!
- ეზექიელი 26:18ახლა შეშინდებიან კუნძულები შენი დაცემის დღეს და შეძრწუნდებიან ზღვისპირელნი შენი გამოსვლისას.
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში