გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 50:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 50:14

გარსშემოეწყვეთ ბაბილონს, ვინც ხართ მშვილდის მომზიდველნი! დაუშინეთ, ნუ დაგენანებათ ისრები, რადგან შესცოდა უფალს.

იერემია 50:14 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 50:14 კონტექსტში

50:12დიდად გაწბილდა თქვენი დედა, შერცხვენილია თქვენი მშობელი. აჰა, ხალხების მომავალი: უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი!

50:13უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, ერთიანად გაუდაბურდება ყველა, ვინც ჩაუვლის ბაბილონს, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მის წყლულების შემხედვარე.

50:14გარსშემოეწყვეთ ბაბილონს, ვინც ხართ მშვილდის მომზიდველნი! დაუშინეთ, ნუ დაგენანებათ ისრები, რადგან შესცოდა უფალს.

50:15დაეცით ყიჟინა მის ირგვლივ; ხელი ჩამოუშვა, გადაიქცნენ მისი ბურჯები, ჩამოიქცნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა. მიაგეთ შური, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.

50:16ამოკვეთეთ მთესველი ბაბილონიდან და ნამგლის დამჭერი მკათათვეში. შემმუსვრელის მახვილისგან ყველამ თავის ხალხს შეაფაროს თავი და ყველა თავისი ქვეყნისკენ გაიქცეს.

პარალელური ადგილები: იერემია 50:14

განაგრძე კითხვა: იერემია 50

სრულად წაიკითხე: იერემია 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში