
იერემია 51:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივუზღავ ბაბილონს და ყოველ ქალდეველს იმ ბოროტების წილს, რასაც სჩადიოდნენ სიონში და თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი.
იერემია 51:24 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:24 კონტექსტში
51:22შენით ვფანტავ კაცსა და ქალს, შენით ვფანტავ ბერსა და ყრმას, შენით ვფანტავ ჭაბუკს და ქალწულს;
51:23შენით ვფანტავ მწყემსსა და მის ჯოგს, შენით ვფანტავ გუთნისდედას და მის გუთნეულს, შენით ვფანტავ განმგებელთ და მთავართ.
51:24მივუზღავ ბაბილონს და ყოველ ქალდეველს იმ ბოროტების წილს, რასაც სჩადიოდნენ სიონში და თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი.
51:25აჰა, შენზე მოვდივარ, დამღუპველო მთაო, ამბობს უფალი, მთელი ქვეყნის დამღუპველო; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგაქცევ და გადაბუგულ მთად გაგხდი.
51:26ქვასაც ვერ აკრეფენ შენგან კუთხისთვის და ვერც საძირკვლისთვის, რადგან სამუდამოდ გაუდაბურდები, ამბობს უფალი.
პარალელური ადგილები: იერემია 51:24
- იერემია 50:15დაეცით ყიჟინა მის ირგვლივ; ხელი ჩამოუშვა, გადაიქცნენ მისი ბურჯები, ჩამოიქცნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა. მიაგეთ შური, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.
- ესაია 63:1ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!
- ესაია 63:4რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია.
- გამოცხადება 18:24და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:15რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:16ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა.
- გამოცხადება 6:10ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?
- ესაია 61:2გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა;
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში