
იერემია 51:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დალოცეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფენი, მისი ნაცვალნი და ყოველი მისი მთავარი, მისი საბრძანებლის ყოველი ქვეყანა.
იერემია 51:28 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:28 კონტექსტში
51:26ქვასაც ვერ აკრეფენ შენგან კუთხისთვის და ვერც საძირკვლისთვის, რადგან სამუდამოდ გაუდაბურდები, ამბობს უფალი.
51:27აღმართეთ ბავრაყი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად, შეჰყარეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინის და აშქენაზის სამეფოები, დაადგინეთ სარდალი მის წინააღმდეგ, მიუსიეთ ცხენები ჯაგარაშლილ კალიასავით.
51:28დალოცეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფენი, მისი ნაცვალნი და ყოველი მისი მთავარი, მისი საბრძანებლის ყოველი ქვეყანა.
51:29ირყევა მიწა და იკრუნჩხება, რადგან ეწია ბაბილონს უფლის განზრახვა, რომ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა და გააუკაცუროს.
51:30შეწყვიტეს ბრძოლა ბაბილონის მეომრებმა; ჩამსხდარან ციხე-სიმაგრეებში, დაშრეტილია მათი ძალა, დიაცებად არიან ქცეულნი, გადამწვარია მათი სამყოფელნი, დალეწილია მათი ურდულები.
პარალელური ადგილები: იერემია 51:28
- იერემია 51:11წვერი წაუმახეთ ისრებს, აავსეთ კაპარჭები; აღძრა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის დაღუპვა განიზრახა; რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო.
- დანიელი 6:8ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს დადგენილება და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლა არ ეგების.
- ესთერი 1:3თავისი მეფობის მესამე წელს გაუმართა ლხინი თავის მთავრებს, თავის მორჩილთ, სპარსელთა და მიდიელთა სარდლებს, ხელისუფალთ და მხარეთა განმგებელთ,
- დანიელი 5:28ფერეს - გაიყოფა შვნი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი.
- დანიელი 5:30იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.
- დანიელი 8:20ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია.
- ნეშტთა შორისა ა 1:5იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირამი.
- იერემია 51:27აღმართეთ ბავრაყი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად, შეჰყარეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინის და აშქენაზის სამეფოები, დაადგინეთ სარდალი მის წინააღმდეგ, მიუსიეთ ცხენები ჯაგარაშლილ კალიასავით.
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში