
იერემია 51:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გახურდებიან, ლხინს გავუმართავ და დავათრობ, რომ გახალისდნენ და დაიძინონ სამუდამო ძალით, რომ აღარ გაიღვიძონ, ამბობს უფალი.
იერემია 51:39 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 51:39 კონტექსტში
51:37ნანგრევებად იქცევა ბაბილონი, ცურების ბუნაგად, უდაბურ და სასტვენელ ადგილად, და არავინ იცხოვრებს იქ.
51:38ლომებივით მოჰყვებიან ღრიალს ერთიანად, აბდღვინდებიან ლომის ბოკვერებივით.
51:39როცა გახურდებიან, ლხინს გავუმართავ და დავათრობ, რომ გახალისდნენ და დაიძინონ სამუდამო ძალით, რომ აღარ გაიღვიძონ, ამბობს უფალი.
51:40ჩავრეკავ ბატკნებივით დასაკლავად, ერკემლებივით ვაცებთან ერთად.
51:41როგორ დატყვევდა შეშაქი, როგორ დაიპყრეს მთელი ქვეყნის დიდება! როგორ დაიქცა ბაბილონი ხალხთა შორის!
პარალელური ადგილები: იერემია 51:39
- იერემია 51:57დავათრობ მის მთავრებს და მის ბრძენებს, მის ნაცვლებს, მის განმგებლებს და მის მეომრებს; დაიძინებენ საუკუნო ძილით და ვერასოდეს გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- იერემია 25:27უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით დათრობამდე და წამოარწყიეთ, დაწექით და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც ჩამოვაგდებ თქვენ შორის.
- ნაუმი 1:10რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით გალეშილნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით.
- ესაია 22:12იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე.
- ესაია 22:14გამოეცხადა ჩემს ყურს ცაბაოთ უფლისაგან: არ გეპატიებათ ეს დანაშაული სიკვდილამდე, თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა.
- ნაუმი 3:11დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფრს დაუწყებ ძებნას.
- დანიელი 5:1მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდკაცს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს.
- დანიელი 5:4სვამდნენ ისინი ღვინოს და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდნენ.
განაგრძე კითხვა: იერემია 51
სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში