გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 51:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 51:8

უეცრად დაეცა ბაბილონი და დაილეწა; ივალალეთ მასზე, მოიღეთ ბალსამონი მისი ჭრილობისთვის, იქნებ განიკურნოს.

იერემია 51:8 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 51:8 კონტექსტში

51:6გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს. არ დაიღუპოთ მისი სასჯელით, რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია, ის მიუზღავს მას სამაგიეროს.

51:7ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში მთელი ქვეყნის დამათრობელი; მის ღვინოს სვამდნენ ხალხები.

51:8უეცრად დაეცა ბაბილონი და დაილეწა; ივალალეთ მასზე, მოიღეთ ბალსამონი მისი ჭრილობისთვის, იქნებ განიკურნოს.

51:9ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა; მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია.

51:10უფალმა გამოიტანა ჩვენი სიმართლე; წავიდეთ და გავაცხადოთ სიონზე უფლის, ჩვენი ღვთის, ნამოქმედარი.

პარალელური ადგილები: იერემია 51:8

განაგრძე კითხვა: იერემია 51

სრულად წაიკითხე: იერემია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში