
იერემია 52:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქვეყნის მდაბიორთაგან ნაწილი დასტოვა ნებუზარადინმა, ქონდაქართუხუცესმა, მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად.
იერემია 52:16 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 52:16 კონტექსტში
52:14მთელი კედელი იერუსალიმისა ირგვლივ დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონადაქართუხუცესს ახლდა.
52:15ერის ღატაკთაგანნი, ერის დანაშთომი, რომელიც ქალაქში დარჩა, ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულნი და დანარჩენი სიმრავლე ხალხისა გადაასახლა ნებუზარადანმა ქონდაქართუხუცესმა.
52:16ქვეყნის მდაბიორთაგან ნაწილი დასტოვა ნებუზარადინმა, ქონდაქართუხუცესმა, მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად.
52:17სპილენძის სვეტები, უფლის სახლს რომ ჰქონდა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იყო, დალეწეს ქალდეველებმა და მთელი მათი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.
52:18ქვაბები, აქანდაზები, დანები, თასები, კოვზები და ყოველი სპილენძის ჭურჭელი, სამსახურებელი, გაზიდეს.
პარალელური ადგილები: იერემია 52:16
- ეზექიელი 33:24ადამის ძევ! ასე ამბობენ იმ ნაოხართა მკვიდრნი ისრაელის მიწაზე: ერთი იყო აბრაამი და მან დაიმკვიდრა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ და მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ.
- იერემია 40:5ჯერ პასუხი არ ჰქონდა გაცემული - ან დაბრუნდი გედალიასთან, ძესთან ახიკამისა, ძისა შაფანისა, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, და იცხოვრე იქ, ხალხში; ან სადაც მიაგეწონება, იქ წადი. მისცა მას ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაუშვა.
- იერემია 40:7როცა გაიგეს ველზე მყოფი ჯარების სარდლებმა და მათმა კაცებმა, რომ გედალია ახიკამის ძისთვთს ჩაუბარებია ბაბილონის მეფეს ქვეყანა და ხალხი დედაწულიანად, ღარიბი და მდიდარი, ვინც არ გადასახლებულა ბაბილონში,
- იერემია 39:9ხოლო დანაშთომი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და მის მხარეზე გადასულნი, და დანაშთომი ხალხი, ვინც დრჩა, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა.
- იერემია 39:10ღარიბ-ღატაკნი, რომელთაც არაფერი ებადათ, დატოვა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, იუდას ქვეყანაში და მისცა მათ ვენახები და ყანები იმავე დღეს.
განაგრძე კითხვა: იერემია 52
სრულად წაიკითხე: იერემია 52 · გახსენი ბიბლიის მკითხველში