
იერემია 52:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სპილენძის გვირგვინი მათზე, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ცხაური და ბროწეულები გვირგვინზე ირგვლივ - ყველაფერი სპილენძისა; ასეთივე იყო მეორე სვეტი ბროწეულებითურთ.
იერემია 52:22 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 52:22 კონტექსტში
52:20ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი ხარი სპილენძისა საკვარცხლბეკედ, რომლებიც მეფე სოლომონმა გააკეთა უფლის სახლისთვის - ამ ჭურჭლის სპილენძს წონა არ ჰქონდა.
52:21თითოეული სვეტი თვრამეტი წყრთა იყო სიმაღლით და თორმეტი წყრთა ძაფი ჰქონდა ირგვლივ შემოვლებული; სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა და ღრუ იყო.
52:22სპილენძის გვირგვინი მათზე, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ცხაური და ბროწეულები გვირგვინზე ირგვლივ - ყველაფერი სპილენძისა; ასეთივე იყო მეორე სვეტი ბროწეულებითურთ.
52:23ბროწეულები ოთხმოცდათექვსმეტი იყო ყოველ მხარეს; სულ ასი იყო ბროწეული ცხაურზე, ირგვლივ.
52:24წაიყვანა ქონდაქართუხუცესმა სერაია მღვდელმთავარი და სოფონია, მეორე მღვდელი, და სამი ზღურბლის მცველი.
პარალელური ადგილები: იერემია 52:22
- გამოსვლა 39:15გაუკეთა სამკერდულს წნული ძეწკვი ხალასი ოქროსი;
- გამოსვლა 39:18ორი წნული ძეწკვის ორი ბოლო მიამაგრა ორ ბუდეს და წინიდან მიაბა ისინი ეფოდის სამხრეებს.
- გამოსვლა 28:14და ორი ძეწკვიც ხალასი ოქროსი; წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებზე.
- გამოსვლა 28:22გაუკეთე სამკერდულს ხალასი ოქროს წნული ძეწკვი.
- ნეშტთა შორისა ბ 4:12ორი სვეტი, ბუღაურები, სვეტისთავზე დასადგმელი ბალიშებითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად,
- ნეშტთა შორისა ბ 4:13ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისთვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად.
- ნეშტთა შორისა ბ 3:15სახლის წინ სიგრძით ოცდაათი წყრთის ორი სვეტი გააკეთა, თითოეულის თავზე ხუთწყრთიანი სვეტისთავი იყო.
- გამოსვლა 28:25მიამაგრე ორი წნული ძეწკვის ორივე ბოლო ბუდეებს და მიაბი ეფოდის სამხრეს წინა მხრიდან.
განაგრძე კითხვა: იერემია 52
სრულად წაიკითხე: იერემია 52 · გახსენი ბიბლიის მკითხველში