
იერემია 6:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისარი და ჰოროლი უჭირავთ ხელში, სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა; ცხენებზე ამხედრებულან, როგორც ერთი კაცი; გამზადებულან შენ წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო!
იერემია 6:23 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 6:23 კონტექსტში
6:21ამიტომაც ასე ამბობს უფალი; აჰა, საბრკოლს დავუდებ წინ ჩემს ერს და წაიფორხილებენ მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, და დაიღუპებიან.
6:22ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვა ერი ჩრდილო ქვეყნიდან, დიდძალი ხალხი აღდგება ქვეყნის კიდეებიდან.
6:23ისარი და ჰოროლი უჭირავთ ხელში, სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა; ცხენებზე ამხედრებულან, როგორც ერთი კაცი; გამზადებულან შენ წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო!
6:24გვესმა მათი ამბავი და მოგვიდუნდა ხელები; შეგვიპყრო სატანჯველმა, როგორც მშობიარის ტკივილმა.
6:25ნუ გახვალთ ველად, გზას ნუ დაადგებით, რადგან მტრის მახვილი შიშის ზარს სცემს ირგვლივ!
პარალელური ადგილები: იერემია 6:23
- ესაია 13:18მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს; მუცლის ნაყოფს არ შეიწყალენენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი თვალი.
- იერემია 50:42მშვილდი და შუბი უპყრიათ ხელში; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; მათი ხმა ზღვის ღრიალია, ცხენებზე სხედან; როგორც ერთი კაცი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!
- აბაკუმი 1:6რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელ დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.
- აბაკუმი 1:10ამასხრებს მეფეებს და მთავრებს საცინად იგდებს; დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად.
- ესაია 19:4ჩავაგდებ ეგვიპტელებს სასტიკი ბატონის ხელში და მტარვალი მეფე იხელმწიფებს მათზე, ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.
- იერემია 4:29ცხენოსანთა და მოისართა ხმას გაურბის მთელი ქალაქი; გარბიან უღრან ტყეებში და კლდეებს ეხიზნებიან; დაცარიელდა მთელი ქალაქი, ერთი მცხოვრებიც არ დარჩენილა.
- ესაია 5:26შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება.
- ესაია 5:30დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან.
განაგრძე კითხვა: იერემია 6
სრულად წაიკითხე: იერემია 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში