
იერემია 6:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფრთხილად იყავი, იერუსალიმო, არ მიგატოვოს ჩემმა სულმა, არ გადაგაქციოთ უდაბნოდ, უკაცრიელ ქვეყანად!
იერემია 6:8 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 6:8 კონტექსტში
6:6რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი; გაჩეხეთ ხე და დაახვავეთ იერუსალიმის ირგვლივ. უნდა დაისაჯოს ეს ქალაქი! სავსეა ძალადობით.
6:7როგორც ჭაში გროვდება წყალი, ასე დაგროვდა მასში ბოროტება. ძალადობა და ძარცვა ისმის იქ, სნეულება და ჭრილობებია ჩემ წინაშე მუდამ.
6:8ფრთხილად იყავი, იერუსალიმო, არ მიგატოვოს ჩემმა სულმა, არ გადაგაქციოთ უდაბნოდ, უკაცრიელ ქვეყანად!
6:9ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, მოიმცვრიონ ვენახივით ისრაელის ნატამალი! გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის გოდრებისკენ!
6:10ვის ველაპარაკო და დავიმოწმო, რომ მისმინოს? აჰა, დაუცვეთელი ყურები აქვთ და არ შეუძლიათ ყურის გდება. აჰა, საცინლად აუგდიათ უფლის სიტყვა, აღარ მოსწონთ.
პარალელური ადგილები: იერემია 6:8
- ეზექიელი 23:18როცა ახდილად დაიწყო ბოზობა და აიხადა თავისი სიშიშვლე, მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა გული აყრილი.
- ოსეა 9:12თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე!
- იერემია 17:23მაგრამ არ ისმინეს და ყური არ მომაპყრეს; გაჯიუტდნენ, რომ არ ესმინათ და ჭკუა არ ესწავლათ.
- იერემია 32:33ზურგი მომაქციეს, არა სახე; ვასწავლიდი მათ, გამუდმებით ვასწავლიდი, მაგრამ არავინ იყო გამგონე, რომ ჭკუა ესწავლათ.
- სოფონია 3:7ვეუბნებოდი: ოღონდ გეშინოდეს ჩემი, მიიღე შეგონება-მეთქი; და არ განადგურდებოდა მისი სამყოფელი, რამდენჯერაც არ უნდა დამესაჯა იგი. მაგრამ ბეჯითდ რყვნიდნენ თავიანთ ზნეს.
- ფსალმუნები 50:17შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.
- იერემია 35:13ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი, უთხარი იუდას ხალხს და იერუსალიმის მცხოვრებლებს, ნუთუ აღარ ისწავლით ჭკუას და არ გაიგონებთ ჩემს ნათქვამს? ამბობს უფალი.
- იერემია 35:15გამუდმებით ვაბარებდი თქვენთან ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს: მოიქეცით ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს თაყვანსაცემად და დარჩებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მომიცია-მეთქი, მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ გამიგონეთ.
განაგრძე კითხვა: იერემია 6
სრულად წაიკითხე: იერემია 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში