
იობი 1:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (მწუხრი).
იობი 1:2 კონტექსტში
1:1იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
1:2ჰყავდა მას შვიდი ვაჟი და სამი ასული.
1:3ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი.
1:4სტუმრობდნენ ერთმანეთთან მისი ვაჟები და მორიგეობით მართავდნენ ლხინს, იწვევდნენ თავიანთ სამ დას, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ.
პარალელური ადგილები: იობი 1:2
- იობი 42:13ჰყავდა შვიდი ვაჟი და სამი ასული.
- ფსალმუნები 127:3აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
- ფსალმუნები 127:5ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
- ფსალმუნები 107:38აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
- ესთერი 5:11მოუყვა მათ ჰამანი თავისი დიდების, დოვლათისა და უამრავი შვილის ამბავს, როგორ განადიდა იგი მეფემ და როგორ აღაზევა სხვა მთავრებზე, მეფის მორჩილებზე.
- ფსალმუნები 128:3ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
- იობი 13:13დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს!
განაგრძე კითხვა: იობი 1
სრულად წაიკითხე: იობი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში