
იობი 11:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,
იობი 11:13 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 11:13 კონტექსტში
11:11რადგან ის ცნობს ცრუ ხალხს; ის ხედავს ბოროტებას და იმახსოვრებს.
11:12ქარაფშუტა კაცი განისწავლება და ველური ვირის ჩოჩორიც კი ადამიანად იქცევა!
11:13თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,
11:14თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში,
11:15მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება.
პარალელური ადგილები: იობი 11:13
- ფსალმუნები 143:6სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
- ფსალმუნები 88:9თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენკენ ვიწვდიდი ხელებს.
- ფსალმუნები 78:8და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
- მეფეთა ა 7:3ასე უთხრა სამუელმა მთელ ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
- იობი 8:5თუ შენ ღმერთისკენ მიისწრაფი და შეწყალებას ევედრები ყოვლადძლიერს,
- იობი 8:6თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს.
- იობი 5:8ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს,
- ლუკას სახარება 12:47ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება.
განაგრძე კითხვა: იობი 11
სრულად წაიკითხე: იობი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში