
იობი 16:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ჩემი მოთქმა ნუ დაბრკოლდება!
იობი 16:18 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 16:18 კონტექსტში
16:16სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია.
16:17თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო!
16:18მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ჩემი მოთქმა ნუ დაბრკოლდება!
16:19ახლაც კი, აჰა, ზეცაშია ჩემი მოწმე და ჩემი მეოხე ზესკნელშია!
16:20ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი,
პარალელური ადგილები: იობი 16:18
- ესაია 26:21რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს.
- ეზექიელი 24:7რადგან მასშივეა მისი სისხლი; სალ კლდეზე ჰქონდა დასხმული, მიწაზე არ დაუღვრია, რომ მტვერით დაეფარა.
- ფსალმუნები 66:18სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.
- ფსალმუნები 66:19ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
- შესაქმე 4:11ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
- იერემია 22:29ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ! ისმინე უფლის სიტყვა.
- იობი 27:9განა მის ჩივილს შეისმენს ღმერთი, როცა გასაჭირი დაადგება თავზე?
- ესაია 1:15ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!
განაგრძე კითხვა: იობი 16
სრულად წაიკითხე: იობი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში