
იობი 16:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ.
იობი 16:5 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 16:5 კონტექსტში
16:3თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რამ გაგამწარა, ასეთ პასუხს როძ იძლევი?
16:4მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით? დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით?
16:5გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ.
16:6თუ ვლაპარაკიაბ, ტკივილი არ მიამდება, ვდუმვარ და რა მშორდება?
16:7მაგრამ ახლა შემაღონა მან. შენ დამიქციე ერთიანად ჩემი სახლი!
პარალელური ადგილები: იობი 16:5
- გალატელთა მიმართ 6:1ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
- იობი 6:14გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში.
- იგავესნი 27:9ზეთი და საკმელი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის გულითადი რჩევა უფრო ტკბილია.
- იგავესნი 27:17რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს.
- იობი 29:25გზებს ვურჩევდი და მთავრად ვიჯექი; ვემკვიდრე, როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი.
- ესაია 35:3გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ!
- ესაია 35:4უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ.
- ფსალმუნები 27:14მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
განაგრძე კითხვა: იობი 16
სრულად წაიკითხე: იობი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში