
იობი 17:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით აღამებენ ჩემი თვალები.
იობი 17:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 17:2 კონტექსტში
17:1შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის.
17:2მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით აღამებენ ჩემი თვალები.
17:3მომხედე, გამიწიე თავდებობა შენ წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს?
17:4რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ აღაზევებ მათ.
პარალელური ადგილები: იობი 17:2
- მეფეთა ა 1:6მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა.
- მეფეთა ა 1:7ასე იქცეოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა; და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
- იობი 12:4მოყვასის დასაცინი შევიქენი მე, ღვთის მხმობელი და მისგან პასუხნაცემი; დასაცინი შევიქენი მართალი, წაფელი.
- იობი 16:20ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი,
- მათეს სახარება 27:39ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ
- მათეს სახარება 27:44მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.
- ფსალმუნები 25:13მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
- იობი 13:9მოგეწონებათ, რომ გამოგჩხრიკოთ? ისე მოატყუებთ, როგორც ადამიანები ტყუვდებიან?
განაგრძე კითხვა: იობი 17
სრულად წაიკითხე: იობი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში