
იობი 18:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი დღის გამო გაოგნდებიან დასავლელნი და აღმოსავლელებს შეიპყრობს ძრწოლა.
იობი 18:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 18:20 კონტექსტში
18:18განდევნიან ნათლიდან ბნელში და ქვეყნიერებას მოაშორებენ;
18:19არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება საცხოვრებელზე.
18:20მისი დღის გამო გაოგნდებიან დასავლელნი და აღმოსავლელებს შეიპყრობს ძრწოლა.
18:21ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ სცნობენ!
პარალელური ადგილები: იობი 18:20
- ფსალმუნები 37:13უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.
- იერემია 50:27მახვილს მიეცით მისი ხარები, ჩავიდნენ სასაკლაოდ! ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე, მათი განკითხვის ჟამი!
- ეზექიელი 21:25შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს,
- იობი 19:13მოძმენი მომაშორა და ჩემი მცნობელნი გამიუცხოვდნენ;
- იობი 19:19მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ;
- ლუკას სახარება 19:42და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
- ფსალმუნები 137:7გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე.
- აბდია 1:11იმ დღეს, როცა მის წინაშე იდექი, როცა ურჯულოებმა ტყვედ წაასხეს მისი ერი, როცა უცხოთესლი შევიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, შენც ერთი იმათგანი იყავი!
განაგრძე კითხვა: იობი 18
სრულად წაიკითხე: იობი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში