
იობი 2:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.
იობი 2:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა ოთხშაბათი (მწუხრი).
იობი 2:7 კონტექსტში
2:5აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
2:6უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.
2:7გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.
2:8აიღო იობმა კეცის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.
2:9უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!
პარალელური ადგილები: იობი 2:7
- მეორე სთვლისაება 28:35დაგიწყლულებს უფალი მუხლებს და წვივებს განუკურნებლად, ტერფიდან თხემამდე.
- ესაია 1:6ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.
- იობი 30:30კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;
- მეორე სთვლისაება 28:27მოგწყლავს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომლისაგანაც არ იქნება განკურნება.
- იობი 7:5მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;
- ესაია 3:17თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ.
- იობი 30:17ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს;
- იობი 30:19ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე;
განაგრძე კითხვა: იობი 2
სრულად წაიკითხე: იობი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში