
იობი 21:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკრავენ დოლსა და ქნარს და მხიარულობენ სალამურის ხმაზე;
იობი 21:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 21:12 კონტექსტში
21:10მისი ბუღა ბუღობს, არ ააცდენს; მისი ფური იგებს, არ უკვდება;
21:11ცხვრებივით გარეკავენ თავიანთ ბავშვებს და კუნტრუშობენ მათი შვილები;
21:12უკრავენ დოლსა და ქნარს და მხიარულობენ სალამურის ხმაზე;
21:13განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში;
21:14ღმერთს ეუბნებიან: ჩამოგვეცალე! არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზებიო;
პარალელური ადგილები: იობი 21:12
- ესაია 5:12ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.
- შესაქმე 4:21მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
- ამოსი 6:4განისვენებენ სპილოსძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცლებზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ.
- ამოსი 6:6სამსხვერპლო თასებიდან სვაშენ ღვინოს და საუცხოო ზეთით იპოხებიან, არ ადარდებთ იოსების უბედურება.
- ესაია 22:13მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო.
- შესაქმე 31:27უჩუმრად რატომ გაიპარე, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი.
განაგრძე კითხვა: იობი 21
სრულად წაიკითხე: იობი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში