
იობი 22:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო;
იობი 22:24 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 22:24 კონტექსტში
22:22მიიღე მისი ბაგიდან რჯული და გულში ჩაიდევი მისი სიტყვები;
22:23თუ მიიქცევი ყოვლადძლიერისკენ, აშენდები; მოაშორე უკეთურება შენს კარვებს;
22:24მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო;
22:25ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის.
22:26რადგან მაშინ ყოვლადძლიერში ჰპოვებ ნეტარებას და ღვთისკენ აღმართავ სახეს;
პარალელური ადგილები: იობი 22:24
- ესაია 13:12დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს - ოფირის ზოდზე მეტად.
- იობი 31:25თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!
- ნეშტთა შორისა ბ 9:27ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა მეფემ იერუსალიმში, ხალო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
- ნეშტთა შორისა ბ 9:10ხურამისა და სოლომონის მორჩილებმა ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდალოზის ხეები და ძვირფასი ქვები ჩამოიტანეს.
- ფსალმუნები 45:9მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენ მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
- ნეშტთა შორისა ბ 1:5სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც ბეცალიელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისამ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა.
- შესაქმე 10:29ოფირი, ხავილა, იობაბი. ესენი ყველა იაკტანის ძენი არიან.
განაგრძე კითხვა: იობი 22
სრულად წაიკითხე: იობი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში