
იობი 23:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა მხოლოდ.
იობი 23:6 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 23:6 კონტექსტში
23:4წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.
23:5გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა.
23:6მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა მხოლოდ.
23:7იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან.
23:8აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ მას.
პარალელური ადგილები: იობი 23:6
- იობი 9:33არ არის ჩვენ შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი.
- იობი 9:34გამარიდოს თავის კვერთხი და ნუღარ შემზარავს მისი შიშისზარი!
- კორინთელთა მიმართ ბ 12:9მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:10მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
- იობი 13:21შენი ხელი მომარიდე და შენი ზარი ნუ შემაძრწუნებს.
- იობი 9:4გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა?
- ეზექიელი 20:33ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით არ ვიმეფო თქვენზე!
- ესაია 27:4რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ.
განაგრძე კითხვა: იობი 23
სრულად წაიკითხე: იობი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში