
იობი 28:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხომ აქვს ვერცხლს საბადო და ოქროს - ადგილი, სადაც წმედენ მას;
იობი 28:1 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:1 კონტექსტში
28:1ხომ აქვს ვერცხლს საბადო და ოქროს - ადგილი, სადაც წმედენ მას;
28:2რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვაა.
28:3ადამიანმა საზღვარი მიუჩინა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ბნელეთისა და წყვდიადის ქვას;
პარალელური ადგილები: იობი 28:1
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:7რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,
- ესაია 48:10აჰა, გამოგადნე, მაგრამ ვერცხლი არ გამოვიდა; სიმწრის ქურაში გამოგცადე.
- მალაქია 3:2ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით.
- მალაქია 3:3დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი.
- იგავესნი 17:3ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია.
- ნეშტთა შორისა ა 29:2რაც კი შემეძლო ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი სპილენძისთვის, რკინა რკინეულისთვის, ხე-ტყე ხე-ტყის მასალისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და მარმარილოს ლოდები უამრავი.
- ნეშტთა შორისა ა 29:5ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებისთვის, ყველა საოქროჭმედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?
- შესაქმე 24:22როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური.
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში