
იობი 28:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაღაროს თხრის უკაცრიელში, კაცის ფეხთაგან მივიწყებულ ადგილებში;
იობი 28:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:4 კონტექსტში
28:2რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვაა.
28:3ადამიანმა საზღვარი მიუჩინა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ბნელეთისა და წყვდიადის ქვას;
28:4მაღაროს თხრის უკაცრიელში, კაცის ფეხთაგან მივიწყებულ ადგილებში;
28:5მიწაა, პურს რომ აღმოაცენებს, მისი ქვეშეთი კი თითქოს ცეცხლისგან არის სახეცვლილი;
28:6საფირონის საბადოა მისი ქვები და მასთან ოქროს ქვიშა იპოვება!
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში