
იობი 31:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
იობი 31:8 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 31:8 კონტექსტში
31:6ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება;
31:7თუკი ოდესმე გზიდან გადაეხვიოს ჩემს ნაბიჯებს, თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს,
31:8მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
31:9თუკი ოდესმე ჩემი გული მოცდუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი მეზობლის კართან მეთვალთვალოს,
31:10მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
პარალელური ადგილები: იობი 31:8
- ლევიანი 26:16მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ.
- მიქა 6:15დათესავ და ვერ მოიმკი; ზეთს გამოხდი და ვერ გაიპოხები; ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ.
- მეორე სთვლისაება 28:38ბევრ თესლს გაიტან ყანაში, მაგრამ ცოტას მოიმკი, რადგან კალია გააჩანაგებს.
- იობი 20:18დააბრუნებს ნაჭირნახულევს და ვერ გადაყლაპავს; გაიღებს თავისი დოვლათის ფასს და ვერ გაიხარებს;
- მსაჯულნი 6:3როგორც კი მოამთავრებდა ისრაელი ხვნა-თესვას, მოვიდოდნენ მიდიანი, ყამალეკი, კედემიანები და მოედებოდნენ ისრაელს.
- მსაჯულნი 6:6მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს.
- მეორე სთვლისაება 28:51დაუწყებს ჭამას შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს და საბოლოოდ გაგაჩანაგებს, არ დაგიგოვებს არც პურს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც საქონლის მონაშენს და არც ცხვრის ნამატს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
- მეორე სთვლისაება 28:30ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან, სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში, ვენახს ჩაყრი და ვერ მოისთვლი.
განაგრძე კითხვა: იობი 31
სრულად წაიკითხე: იობი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში