
იობი 32:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ გგონიათ, სიბრძნისათვის მიგეგნოთ, როცა ფიქრობთ, ღმერთმა გააწბილოს იგი და არა ადამიანმაო.
იობი 32:13 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 32:13 კონტექსტში
32:11მე ვუცდიდი თქვენს სიტყვებს, ყურს ვაპყრობდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს.
32:12გაკვირდებით და, აჰა, არ არის თქვენ შორის მამხილებელი, რომ პასუხი მიაგოს იობს.
32:13ნუ გგონიათ, სიბრძნისათვის მიგეგნოთ, როცა ფიქრობთ, ღმერთმა გააწბილოს იგი და არა ადამიანმაო.
32:14ჩემ წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და მეც თქვენსავით არ ვუპასუხებ.
პარალელური ადგილები: იობი 32:13
- იერემია 9:23ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.
- იობი 6:4რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს.
- ესაია 5:21ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!
- იოანე 19:11იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა.
- შესაქმე 14:23თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.
- იობი 12:2ნამდვილად! რადგან ხალხნი ხართ, თქვენთან ერთად მოკვდება სიბრძნეც.
- იობი 19:6იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში.
- ზაქარია 12:7იუდას კარვებს იხსნის უფალი, რომ დავითის სახლის დიდებამ და იერუსალიმის მცხოვრებთა დიდებამ არ გადააჭარბოს იუდას დიდებას.
განაგრძე კითხვა: იობი 32
სრულად წაიკითხე: იობი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში