
იობი 33:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ გამოაბრუნოს მისი სული საფლავიდან და სიცოცხლის ნათლით გაანათლოს.
იობი 33:30 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 33:30 კონტექსტში
33:28იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო.
33:29აჰა, ყველაფერს ამას ორგზის, სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს,
33:30რომ გამოაბრუნოს მისი სული საფლავიდან და სიცოცხლის ნათლით გაანათლოს.
33:31ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.
33:32თუ სათქმელი გექნება, მიპასუხე, რადგან მწადია შენი გამართლება.
პარალელური ადგილები: იობი 33:30
- ფსალმუნები 56:13რადგან იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, აგერ, ჩემი ფეხი წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუბით.
- ესაია 38:17აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე და შენ ამოზიდე ჩემი სული არარაობის ორმოდან, რადგან შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ცოდვები.
- ფსალმუნები 40:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
- ფსალმუნები 40:2და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.
- იობი 33:28იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო.
- ფსალმუნები 118:17არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
- ფსალმუნები 118:18დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
- ესაია 2:5ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!
განაგრძე კითხვა: იობი 33
სრულად წაიკითხე: იობი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში