
იობი 34:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 34:26 კონტექსტში
34:24ის მუსრავს ძლიერებს განუკითხავად და სხვებს წამოსწევს მათ ადგილზე.
34:25რადგან მან უწყის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან,
34:26როგორც ბოროტეულთ შემოჰკრავს ყველას დასანახად;
34:27რადგან ზურგი შეაქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;
34:28რადგან მის ყურამდე მიიტანეს ბედშავთა კვნესა და დაჩაგრულთა კვნესა ესმის მას.
პარალელური ადგილები: იობი 34:26
- ტიმოთეს მიმართ ა 5:24ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.
- ესაია 66:24გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.
- მეფეთა ბ 12:11ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან.
- მეფეთა ბ 12:12თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს.
- მეორე სთვლისაება 13:9არამედ მოჰკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა.
- მეორე სთვლისაება 13:11მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება და ბოროტ საქმეს აღარ ჩაიდენენ შენს წიაღში.
- ფსალმუნები 58:10გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
- ფსალმუნები 58:11და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში