
იობი 35:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ ამბობ, რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობაო?
იობი 35:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 35:3 კონტექსტში
35:1კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:
35:2ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?
35:3რომ ამბობ, რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობაო?
35:4მე შეგიბრუნებ სიტყვას შენ და შენს მეგობრებსაც:
35:5ახედე ცას და დაინახე, შეხედე ცარგვალს - ხომ შენზე მაღალია?
პარალელური ადგილები: იობი 35:3
- იობი 34:9რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო?
- იობი 9:30თუნდაც თოვლის წყალში განვიბანო თავი, თუნდაც ნაცარტუტით გავითეთრო ხელები,
- იობი 9:31მაშინაც კი ორმოში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი;
- იობი 21:15რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?
- იობი 9:21უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა.
- იობი 9:22სულერთია, ამიტომაც ვამბობ: უმწიკვლოს და ბოროტს ერთნაირად ღუპავს იგი.
- იობი 10:15თუ დამნაშავე ვარ, ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე!
- მალაქია 3:14თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?
განაგრძე კითხვა: იობი 35
სრულად წაიკითხე: იობი 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში