
იობი 36:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცოტა მაცალე და გაგიცხადებ, რომ კიდევ არის სიტყვები ღვთის გასამართლებლად:
იობი 36:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 36:2 კონტექსტში
36:2ცოტა მაცალე და გაგიცხადებ, რომ კიდევ არის სიტყვები ღვთის გასამართლებლად:
36:3შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს შემქმნელს მივაგებ სიმართლეს.
36:4რადგან, ჭეშმარიტად, არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში, წრფელია ჩემი ფიქრები შენ წინაშე.
პარალელური ადგილები: იობი 36:2
- იობი 13:7ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარკობთ სიცრუეს?
- იობი 13:8უნდა მიკერძოებოდით მას, ღმერთს უნდა გამოსარჩლებოდით?
- კორინთელთა მიმართ ბ 5:20ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,
- იობი 21:3ჯერ მე დამაცადეთ ლაპარაკი და, როცა ვიტყვი სათქმელს, დამცინეთ.
- ებრაელთა მიმართ 13:22გთხოვთ, ძმანო, შეიწყნაროთ ეს სიტყვა შეგონებისა, თუმცაღა მოკლედ მოგწერეთ თქვენ.
- ეზექიელი 2:7უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.
- იობი 33:6აჰა, მეც შენი მსგავსი ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ მოზელილი.
- იერემია 15:19ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები. ისინი მობრუნდნენ შენკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ.
განაგრძე კითხვა: იობი 36
სრულად წაიკითხე: იობი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში