
იობი 36:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს;
იობი 36:31 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 36:31 კონტექსტში
36:29თუ მიხვდება ვინმე ღრუბელთა ხლეჩას, ჭექა-ქუხილს მისი კარვიდან?
36:30აჰა, გამოუტევებს ნათელს თავის გარშემო და ჩამალავს ზღვის უფსკრულებში;
36:31რადგან მით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს;
36:32ელვა ფარავს მის ხელებს და გზავნის მას მტრების წინააღმდეგ;
36:33თავისი გრგვინვით აცხადებს თავს, ჯოგი წინათგრძნობს მის მოახლოებას.
პარალელური ადგილები: იობი 36:31
- ფსალმუნები 136:25რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- მოციქულთა საქმენი 14:17თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.
- იობი 37:13თუ დასასჯელად, თუ მიწისთვის, თუ წყალობისთვის გამოაჩენს მას.
- ფსალმუნები 65:9კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
- ფსალმუნები 65:13საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.
- ფსალმუნები 104:27ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
- ფსალმუნები 104:28მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
- იობი 38:26რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,
განაგრძე კითხვა: იობი 36
სრულად წაიკითხე: იობი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში