
იობი 36:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოუცხადებს მათსავე ნამოქმედარს და ცოდვებს. თუ რაოდენ დამძიმდნენ ისინი;
იობი 36:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 36:9 კონტექსტში
36:7მართალს თვალს არ არიდებს, მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ და აღზევდებიან ისინი;
36:8თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული,
36:9გამოუცხადებს მათსავე ნამოქმედარს და ცოდვებს. თუ რაოდენ დამძიმდნენ ისინი;
36:10გაუხსნის ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რომ განერიდონ უკეთურებას;
36:11თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს - ნეტარებაში;
პარალელური ადგილები: იობი 36:9
- იობი 15:25რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
- კორინთელთა მიმართ ა 11:32განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.
- ფსალმუნები 119:71კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
- გლოვა იერემიასი 3:39რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე?
- გლოვა იერემიასი 3:40გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ;
- ფსალმუნები 94:12ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.
- ეზექიელი 18:28თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება.
- ეზექიელი 18:31მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?
განაგრძე კითხვა: იობი 36
სრულად წაიკითხე: იობი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში