
იობი 37:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ აიჭრები მასთან ერთად ცის მყარში, სარკესავით რომ არის ჩამოსხმული?
იობი 37:18 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 37:18 კონტექსტში
37:16თუ იცი ჯანღების ასავალ-დასავალი - ყოვლადბრძენის საკვირველებანი?
37:17თუ იცი, რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა მყუდროვდება ქვეყანა სამხრეთის ქარში?
37:18თუ აიჭრები მასთან ერთად ცის მყარში, სარკესავით რომ არის ჩამოსხმული?
37:19გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელისგან.
37:20თუ მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? თუ ინატრებს კაცი, რომ შთაინთქას?
პარალელური ადგილები: იობი 37:18
- ესაია 44:24ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა,
- ფსალმუნები 104:2გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
- გამოსვლა 38:8გააკეთა სპილენძის საბანელი სპილენძისავე კვარცხლბეკითურთ, დედაკაცთა სარკეებისგან, რომლებიც მოჰქონდათ მათ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
- იგავესნი 8:27როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა,
- ესაია 40:22ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
- იობი 9:8მან ერთმა გაშალა ცა და მიაბიჯებს ზღვის ხერხემალზე;
- იობი 9:9მან შექმნა გუთანი, ორიონი და ხომლი და სამხრეთის პალატები,
- ფსალმუნები 148:4ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.
განაგრძე კითხვა: იობი 37
სრულად წაიკითხე: იობი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში