
იობი 40:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს.
იობი 40:15 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 40:15 კონტექსტში
40:13მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე.
40:14მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა.
40:15აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს.
40:16აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე - მუცლის კუნთებშია;
40:17ნაძვივით დრეკს თავის კუდს, თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს;
პარალელური ადგილები: იობი 40:15
- იობი 40:20მთები აძლევს მას საზრდოს და ველის ყოველი მხეცი იქ ერთობა.
- ფსალმუნები 104:14აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
- შესაქმე 1:24თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
- შესაქმე 1:26თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
- იობი 39:8მთებზე საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს.
განაგრძე კითხვა: იობი 40
სრულად წაიკითხე: იობი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში