
იობი 40:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 40:21 კონტექსტში
40:19ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს;
40:20მთები აძლევს მას საზრდოს და ველის ყოველი მხეცი იქ ერთობა.
40:21ლაქაშებში წვება, ლერწმის საფარში და ჭაობებში;
40:22ლაქაშები ჩრდილს აფენს მას, ღელის ძეწნები გარს ახვევია;
40:23აჰა, ბობოქრობს მდინარე, ის კი არ ფრთხება, მშვიდად არის, თუნდაც იორდანე მიეღვაროს პირში.
პარალელური ადგილები: იობი 40:21
- ესაია 19:6მდინარეები ამყრალდება, დაიკლებს და დაშრება ეგვიპტის არხები, დაჭკნება ლელი და ლერწამი.
- ესაია 19:7გადაშიშვლდება მდინარეთა ნაპირები და მდინარეთა შესართავები, გადახმება ჭალებში ნათესი, განქარდება და გაცამტვერდება.
- ესაია 35:7დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება.
განაგრძე კითხვა: იობი 40
სრულად წაიკითხე: იობი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში