
იობი 40:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები.
იობი 40:5 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 40:5 კონტექსტში
40:3მიუგო იობმა უფალს და უთხრა:
40:4აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.
40:5ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები.
40:6მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
40:7შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:
პარალელური ადგილები: იობი 40:5
- იობი 33:14ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება.
- ფსალმუნები 62:11ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.
- რომაელთა მიმართ 3:19მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.
- იობი 9:15მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს.
- იობი 9:3თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.
- იობი 34:31რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო.
- იობი 34:32შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ ჩავიდენო.
- იერემია 31:18ცხადად მომესმა, რომ წუხს ეფრემი: მსჯიდი და დასჯილი ვარ შენგან, როგორც გაუხედნელი მოზვერი. მომაქციე და მოვიქცევი, რადგან შენ ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: იობი 40
სრულად წაიკითხე: იობი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში