გადასვლა შინაარსზე
სამი მსოფლიო მოძღვრის ხატი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ნოვგოროდი, დაახლოებით 1500
სამი მსოფლიო მოძღვარი, ნოვგოროდი, მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნის დასაწყისამდე. საჯარო დომენი.

იობი 5:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იობი 5:23

რადგან ყანის ქვებთან აღთქმა გექნება და ველის მხეცებთან მშვიდობაში იქნები.

იობი 5:23 · საქართველოს საპატრიარქო

იობი 5:23 კონტექსტში

5:21ენის შოლტს დაემალები და არ შეგეშინდება განადგურებისა, როცა კი მოვა.

5:22განადგურებაზე და შიმშილზე გაგეცინება და მიწის მხეცებისა არ შეგეშინდება.

5:23რადგან ყანის ქვებთან აღთქმა გექნება და ველის მხეცებთან მშვიდობაში იქნები.

5:24დაინახავ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს საცხოვრებელს და დანაკლისი არ გექნება.

5:25დაინახავ, რომ გამრავლდა შენი მოდგმა და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი.

პარალელური ადგილები: იობი 5:23

განაგრძე კითხვა: იობი 5

სრულად წაიკითხე: იობი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში