
იობი 6:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან.
იობი 6:15 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 6:15 კონტექსტში
6:13აღარ არის იმედი ჩემში, წარკვეთილი მაქვს გადარჩენის სასო.
6:14გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში.
6:15ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან.
6:16ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება.
6:17გადნებიან და გაქრებიან; დააცხუნებს და ადგილზევე აორთქლდებიან,
პარალელური ადგილები: იობი 6:15
- იერემია 15:18ამდენხანს რად გასტანა ჩემმა სენმა? რატომ გამიარჯლდა ჭრილობა და არ იკურნება? მატყუარა ხევი ხარ ჩემთვის, წყალგამშრალი.
- ფსალმუნები 38:11ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს გამიდგნენ.
- ფსალმუნები 41:9ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.
- იოანე 13:18ყველა თქვენგანზე როდი ვამბობ; მე ვიცი, ვინც ავირჩიე. მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი.
- იოანე 16:32აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა.
- ფსალმუნები 88:18შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.
- იუდას ეპისტოლე 1:12ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი;
- იობი 19:19მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ;
განაგრძე კითხვა: იობი 6
სრულად წაიკითხე: იობი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში