
იობი 6:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შერცხვებიან, იმედი რომ ჰქონდათ, მივლენ იქ და გაფითრდებიან.
იობი 6:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 6:20 კონტექსტში
6:18იცვლიან კალაპოტებს, გადიან უდაბნოში და იკარგებიან,
6:19თემას გზებს გაჰყურებენ, შებას სავალნი ელოდება მათ;
6:20შერცხვებიან, იმედი რომ ჰქონდათ, მივლენ იქ და გაფითრდებიან.
6:21რადგან ახლა არარაობა ხართ, იხილეთ საშინელება და შეძრწუნდით,
6:22ხომ გითხარით, მომიტანეთ-მეთქი, თქვენი დოვლათიდან გაიღეთ-მეთქი ჩემი გულისთვის,
პარალელური ადგილები: იობი 6:20
- იერემია 17:13ისრაელის სასოებავ, უფალო! ყველა შერცხვება, ვინც კი მიგატოვებს. შენგან განდგომილნი ქვიშაზე დაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცხოველმყოფელი წყაროსთვალი - უფალი.
- რომაელთა მიმართ 9:33როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.
- რომაელთა მიმართ 5:5სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
- იერემია 14:3დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ ყმებს, მიდიან ჭებთან და წყალს ვერ პოულობენ. ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან უკან გაწბილებულნი, სირცხვილისაგან თავს იბურავენ.
- იერემია 14:4დასკდა მიწა, რადგან წვიმა არ მოსულა ქვეყანაში; დაირცხვინეს მიწის მუშაკებმა, თავი დაიბურეს.
განაგრძე კითხვა: იობი 6
სრულად წაიკითხე: იობი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში