
იოანე 1:38, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ?
იოანე 1:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის ორშაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 1:38
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აქედან იმას ვსწავლობთ, რომ ღმერთი თავისი ნიჭებით ჩვენს სურვილებს კი არ უსწრებს, არამედ მაშინ გვაძლევს ხსნის მრავალ გზას, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ძიებას, როდესაც სურვილი იბადება ჩვენში.”
მთელი განმარტება
აქედან იმას ვსწავლობთ, რომ ღმერთი თავისი ნიჭებით ჩვენს სურვილებს კი არ უსწრებს, არამედ მაშინ გვაძლევს ხსნის მრავალ გზას, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ძიებას, როდესაც სურვილი იბადება ჩვენში.
“რა გინდათ?” რას ნიშნავს ეს შეკითხვა? ნუთუ გულთამხილველმა, ჩვენს ზრახვებში შემომავალმა არ იცის ჩვენი სათხოვარი? რა თქმა უნდა, იცის! მაგრამ უფალი ამას იმისთვის კი არ კითხულობს, რომ გაიგოს (როგორც ეს შესაძლებელი იყოს მისთვის!), არამედ იმისთვის. Შეკითხვით კიდევ უფრო მიიახლოვოს ისინი საკუთარ თავთან, მეტი გაბედულება შთაუნერგოს და დაანახოს, რომ ღირსნი არიან მასთან საუბრისა.
ისინი, ალბათ, მორცხვობდნენ და შიშობდნენ, როგორც მისთვის უცნობი ადამიანები, რომელთაც მის შესახებ მხოლოდ თავიანთი მოძღვრისგან ჰქონდათ გაგონილი. უფალი თავად ეკითხება მათ, რათა გაფანტოს ყოველგვარი შიში და მორცხვობა. არ აძლევს უფლებას, მდუმარედ გაჰყოლოდნენ მის სავანემდე. თუმცა, შეიძლება ასეც მომხდარიყო, შეკითხვა რომ არ შეეთავაზებინა, რადგან ისინი არ შეწყვეტდნენ მის დევნას და მის კვალდაკვალ მივიდოდნენ მის სავანემდე.
მაშ, რატომ ეკითხება მათ? როგორც უკვე ვთქვი, იმისთვის, რომ დაამშვიდოს მათი შეწუხებული გული და შთაუნერგოს გაბედულება. ამასობაში მათ ქრისტესადმი თავიანთი ერთგულება არა მხოლოდ მის დევნაში, არამედ თავად შეკითხვაშიც გამოხატეს. ჯერ კიდევ არ იყვნენ მისი მოწაფეები და მისგან არაფერი ჰქონდათ მოსმენილი. Უკვე მოძღვარს უწოდებენ მას, საკუთარ თავს მის მოწაფეებად თვლიან და აჩვენებენ მიზეზს, რის გამოც გაჰყვნენ მას, კერძოდ, სურდათ მისგან რაიმე სასარგებლო მოესმინათ.
ყურადღება მიაქციე მათ კეთილგონიერებასაც. მათ არ უთქვამთ: გვასწავლე დოგმატები ან რაიმე სხვა საჭირო რამ, არამედ, რა? “სად ცხოვრობ?” მათ, როგორც ზემოთ ვთქვი, სურდათ განმარტოებით ესაუბრათ მასთან რაიმეზე, მოესმინათ მისთვის, ესწავლათ მისგან. ამიტომ არ გადადებენ თავიანთ განზრახვას, არ ამბობენ: მეორე დღეს მოვალთ და მოგისმენთ, როდესაც ხალხის საკრებულოში ისაუბრებ, არამედ მთელ თავიანთ გულმოდგინებას ავლენენ მოსმენისადმი, ისე რომ დროც კი ვერ აკავებთ მათ.
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 1:38 კონტექსტში
1:36დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა.
1:37ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა.
1:38ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ?
1:39უთხრა მათ: მოდით და ნახეთ. ისინიც მივიდნენ, ნახეს, სადაც ცხოვრობდა, და იმ დღეს მასთან დარჩნენ; იქნებოდა ასე ათი საათი.
1:40ხოლო ამ ორთაგან ერთი, იოანესგან რომ გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა იყო,
პარალელური ადგილები: იოანე 1:38
- იოანე 18:7კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს: იესო ნაზარეველს.
- იოანე 3:2რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენ მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.
- იოანე 1:49ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.
- ფსალმუნები 27:4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
- იგავესნი 8:34ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს.
- იოანე 18:4ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ?
- იოანე 3:26მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან.
- იოანე 6:25ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ?
განაგრძე კითხვა: იოანე 1
სრულად წაიკითხე: იოანე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





