
იოანე 13:26, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.
იოანე 13:26 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 13:26
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ამ დროს იესო პირველად ამხელს გამცემს, მაგრამ ამჯერადაც სახელით არ მოიხსენიებს, არამედ როგორ? ‘ვისაც მე პურის ნაჭერს ამოვუვლებ და მივცემ’. განა მხილების ამ ხერხსაც არ შეეძლო შეძვრომა მის გულში, თუკი სირცხვილი არ ეგრძნო ტრაპეზის მიმართ, როდესაც ერთ პურს იზიარებდა მოძღვართან?”
მთელი განმარტება
ამ დროს იესო პირველად ამხელს გამცემს, მაგრამ ამჯერადაც სახელით არ მოიხსენიებს, არამედ როგორ? “ვისაც მე პურის ნაჭერს ამოვუვლებ და მივცემ”. განა მხილების ამ ხერხსაც არ შეეძლო შეძვრომა მის გულში, თუკი სირცხვილი არ ეგრძნო ტრაპეზის მიმართ, როდესაც ერთ პურს იზიარებდა მოძღვართან?
თუმცა ზიარებამ ვერ შეძრა იგი, მაგრამ განა ვის არ მიიზიდავდა ის ფაქტი, რომ ქრისტეს ხელიდან იღებდა პურს? აქ შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ ვერ იცნეს მოწაფეებმა გამცემი მას შემდეგაც, რაც იკითხეს: “ვინ არის იგი?” და პასუხად მიიღეს: “ვისაც მე პურის ნაჭერს ამოვუვლებ და მივცემ”.
როგორც ჩანს, ქრისტემ ეს იმდენად ჩუმად თქვა, რომ ვერავინ გაიგონა. ამიტომაც იოანე, მკერდზე მიყრდნობილი, თითქმის ყურთან ეკითხებოდა, რათა გამცემი არ გამოეაშკარავებინა. ქრისტემაც იმავე ხერხით უპასუხა, რათა ამჯერადაც არ გაეხადა იგი ყველასთვის ცხადი.
ეფრემ ასური4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 13:26 კონტექსტში
13:24სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო.
13:25ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის?
13:26იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.
13:27ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.
13:28მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.
პარალელური ადგილები: იოანე 13:26
- მათეს სახარება 26:23ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს მე.
- მარკოზის სახარება 14:19ხოლო ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ დაუწყეს კითხვა მას: მე ხომ არაო?
- მარკოზის სახარება 14:20მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში.
- იოანე 6:70მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია.
- იოანე 6:71იუდა ისკარიოტელზე, სიმონის ძეზე, ამბობდა ამას, რადგანაც მას, ერთ თორმეტთაგანს, უნდა გაეცა იგი.
- ლუკას სახარება 22:21და, აჰა, ხელი ჩემი გამცემისა ჩემთან ერთად სუფრაზე.
- იოანე 12:4მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა:
- იოანე 12:6ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა.
განაგრძე კითხვა: იოანე 13
სრულად წაიკითხე: იოანე 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





