
იოანე 14:12, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.
იოანე 14:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების პირველი სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 14:12
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ეფრემ ასური4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე “ქრისტე ამით იმის ჩვენებას ცდილობს, რომ არა მხოლოდ ამ საქმეების აღსრულება ძალუძს, არამედ გაცილებით დიდიც. ამას განსაკუთრებული ძალით გვიცხადებს. იგი როდი ამბობს, მე შემიძლია ამაზე დიდ საქმეთა ქმნა, არამედ, რაც უფრო საკვირველია, სხვებსაც მივანიჭებ ძალას, ამაზე დიდ საქმეთა ქმნისა. ხედავ, რაოდენ დიდია მხოლოდშობილის ძალა? იგი სხვებსაც ანიჭებს ძალას, აღასრულონ იმაზე დიდი საქმეები, ვიდრე თავად აღასრულა. ‘რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა’, ამბობს უფალი, ‘და ამიერითგან თქვენ მოახდენთ სასწაულებს, ვინაიდან მე უკვე მივდივარ’. ნუთუ ამ სიტყვებში არ იგრძნობა აღდგომის მომავალი დიდება?”
ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 14:12 კონტექსტში
14:10ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს.
14:11მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ.
14:12ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.
14:13რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.
პარალელური ადგილები: იოანე 14:12
- მათეს სახარება 21:21ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
- მარკოზის სახარება 16:17ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.
- ლუკას სახარება 10:17სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით.
- ლუკას სახარება 10:19აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ.
- მოციქულთა საქმენი 3:6მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე.
- მოციქულთა საქმენი 3:8წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.
- მოციქულთა საქმენი 16:18ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე.
- მოციქულთა საქმენი 9:34უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა.
განაგრძე კითხვა: იოანე 14
სრულად წაიკითხე: იოანე 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



