გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 3:29, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

13 interpreters აპლიკაციაში

იოანე 3:29

ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი.

იოანე 3:29 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 8 მაისი, 2027, ბრწყინვალე შაბათი (სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 3:29

13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ნუ შევრაცხავთ თავს დიდად, რამეთუ ამაშია მისი სიდიადე. თავად უფალია ყოველივესი. იოანე ამას განმარტავს და ამბობს: ‘ვისაც ჰყავს სასძლო, სიძეა იგი, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებაზე’. (იოან. 3:29).”

    მთელი განმარტება

    ნუ შევრაცხავთ თავს დიდად, რამეთუ ამაშია მისი სიდიადე. თავად უფალია ყოველივესი. იოანე ამას განმარტავს და ამბობს: “ვისაც ჰყავს სასძლო, სიძეა იგი, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებაზე”. (იოან. 3:29).

    მაგრამ, რატომ უწოდებს ახლა თავს მის მეგობარს ის, ვინც ადრე ამბობდა: “არ ვარ ღირსი, რომ მისი ფეხსაცმლის თასმა შევხსნა” (იოან. 1:27)? ნუთუ თავს იმაღლებს? არა, არამედ სურს აჩვენოს, რომ სწორედ ამისკენ ისწრაფვის, რომ ეს მის ნებას ემთხვევა და არა მის საწუხრად ხდება. Მისი სურვილისა და ძალისხმევის თანახმად, და რომ სწორედ ამისკენ მიმართავდა იგი ყველა თავის მოქმედებას.

    მან ეს მეტად გონივრულად გამოხატა მეგობრის წოდებით, ვინაიდან სიძის მსახურნი მსგავს ვითარებაში ისე არ ხარობენ და მხიარულობენ, როგორც მისი მეგობრები. ამრიგად, მეგობრად წოდებით იგი არ გამოხატავს თავის თანასწორობას ქრისტესთან, არამედ სურს გამოხატოს თავისი სიხარული და ამავე დროს შეწყნარება მოწაფეების უძლურებისადმი. მან მიუთითა თავის მსახურებაზე და თქვა: “მე მის წინაშე ვარ მოვლენილი”. ვინაიდან მათ ეგონათ, რომ იგი ამით წუხდა, ამიტომაც უწოდა მან თავის თავს სიძის მეგობარი და ამით აჩვენა, რომ არა მხოლოდ არ წუხს ამაზე, არამედ მეტად ხარობს კიდეც.

    მე, ამბობს ის, ამ საქმისთვის მოვედი და ამიტომაც ვარ შორს იმისგან, რომ ამ გარემოებით ვწუხდე. მაშინ უფრო ვიწუხებდი, ეს რომ არ მომხდარიყო. მაშინ ვიდარდებდი, სასძლო სიძესთან რომ არ მისულიყო, და არა ახლა, როდესაც ჩვენი სურვილები აღსრულდა. თუ სიძის საქმეები წარმატებულია, ჩვენც ბედნიერები ვართ. რაც გვსურდა, ის ახდა და სასძლომ იცნო სიძე. თქვენ თვითონვე მოწმობთ, რომ ყველა მასთან მიდის. ამისთვის ვზრუნავდი, ამისკენ მივმართავდი ყველა ჩემს მოქმედებას. ამრიგად, ახლა ამის აღსრულებას რომ ვხედავ, ვხარობ, ვიმხიარულებ და ვზეიმობ.

    მაგრამ რას ნიშნავს შემდგომი სიტყვები: “რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებაზე”? აქ იგავიდან იგი უშუალო საგანზე გადადის. სიძისა და სასძლოს ხსენებით იგი გვიჩვენებს, თუ როგორ ხდება სასძლოს შეყვანა: კერძოდ, ხმითა და მოძღვრებით. ასე ეკლესია ეკვრის ღმერთს. ამიტომაც ამბობს პავლე: “რწმენა, მოსმენისაგან, მოსმენა კი, ღვთის სიტყვისაგან” (რომ. 10:17). ამრიგად, ეს ხმა მახარებს მე.

    მაგრამ გამოთქმა “რომელიც დგას” მან მიზნის გარეშე კი არ გამოიყენა, არამედ იმ მიზნით, რომ ეჩვენებინა, მისი საქმე დასრულებულია. Მას, სასძლოს სიძისთვის გადაცემის შემდეგ, მხოლოდ დგომა და მოსმენა რჩება, რომ იგი მსახური და აღმსრულებელია და რომ მისი კეთილი იმედი და სიხარული აღსრულდა. ამის საჩვენებლად იგი დასძენს: “აი, აღსრულდა ჩემი ეს სიხარული”, ანუ საქმე, რომელიც უნდა აღსრულებულიყო, ჩემ მიერ გაკეთდა და ჩვენ უკვე მეტის გაკეთება არ შეგვიძლია.

  2. ბასილი დიდი4 საუკუნე
  3. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  4. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. ბედა პატივცემული7 საუკუნე
  7. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  8. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  9. გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე
  10. ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე
  11. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  12. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  13. ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე

1 / 13

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 3:29 კონტექსტში

3:27მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია.

3:28თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ - მის წინაშე მოვლინებული.

3:29ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი.

3:30ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე.

3:31მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია.

პარალელური ადგილები: იოანე 3:29

განაგრძე კითხვა: იოანე 3

სრულად წაიკითხე: იოანე 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში