გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 3:6, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

13 interpreters აპლიკაციაში

იოანე 3:6

ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.

იოანე 3:6 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 6 მაისი, 2027, ბრწყინვალე ხუთშაბათი (სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 3:6

13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ამონიუსი ალექსანდრიელი3 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “როდესაც ნიკოდემოსი ამ სიტყვების გაგონებაზე კვლავ დაბნეული დარჩა, იხილეთ, როგორ უხსნის მას ქრისტე ამ საიდუმლოს ჩაუწვდომელობას და მისთვის გაუგებარს გასაგებს ხდის.”

    მთელი განმარტება

    როდესაც ნიკოდემოსი ამ სიტყვების გაგონებაზე კვლავ დაბნეული დარჩა, იხილეთ, როგორ უხსნის მას ქრისტე ამ საიდუმლოს ჩაუწვდომელობას და მისთვის გაუგებარს გასაგებს ხდის.

    უფალი ბრძანებს: “ხორცისაგან შობილი ხორცია, და სულისაგან შობილი სულია” (იოან. 3:6).

    ქრისტე ნიკოდემოსს გრძნობად ყოველივეს აშორებს და არ აძლევს უფლებას, ეს საიდუმლო ხორციელი თვალებით განიხილოს. “ჩვენ ხორცზე როდი ვსაუბრობთ, ნიკოდემოს, არამედ სულზე”, ამ სიტყვებით მას ზეციურისკენ მიმართავს. ნუ ეძებ აქ რაიმეს გრძნობადს, რამეთუ სული ამ თვალთათვის უხილავია. ნუ იფიქრებ იმასაც, თითქოს სული შობდეს ხორცს.

    მაგრამ როგორ იშვა უფლის ხორცი, იკითხავს ვინმე? იგი იშვა არა მხოლოდ სულისაგან, არამედ ხორცისაგანაც. ამიტომაც პავლე მოციქული, ამის საჩვენებლად, ამბობს: “დედისაგან შობილი, რჯულის ქვეშ მყოფი” (გალ. 4:4). სულმა ისე განაწყო იგი, არა არაფრისგან (რაში დასჭირდებოდა მაშინ დედის საშო?), არამედ ქალწულის ხორცისაგან; ხოლო თუ როგორ, ამის ახსნა არ ძალმიძს. ეს იმიტომ მოხდა, რომ არავის ეფიქრა, თითქოს შობილი ჩვენი ბუნებისგან უცხოა. თუ ამის შემდეგაც არიან ადამიანები, რომელთაც არ სწამთ ასეთი შობა, მაშინ რა უღმერთოებაში ჩაცვივდებოდნენ ისინი, ქრისტეს ხორცი ღვთისმშობლისგან რომ არ მიეღო?

    “სულისაგან შობილი სულია”. ხედავ სულის ღირსებას? იგი ღვთის საქმეს აღასრულებს. ზემოთ (მხარებელი) ამბობდა: “ღმრთისაგან იშვნენ” (იოან. 1:13); აქ კი ნათქვამია, რომ მათ სული შობს. “სულისაგან შობილი სულია”, ესე იგი, სულისაგან შობილი სულიერია. აქ შობა იგულისხმება არა არსებითად, არამედ ღირსებითა და მადლით. და თუ ძეც ასევეა შობილი, მაშინ რა უპირატესობა ექნება მას ადამიანებზე, ასე შობილებზე? როგორღა არის იგი მხოლოდშობილი ძე? ღვთისაგან შობილი მეც ვარ, მაგრამ არა მისი არსებიდან. თუ ისიც არ არის არსებიდან შობილი, მაშინ რით განსხვავდება იგი ჩვენგან? ამ შემთხვევაში, იგი სულზე ნაკლებიც კი იქნება, რადგან ასეთი შობა სულის მადლით ხდება. ნუთუ ამიტომ, ძედ ყოფნისათვის, მას სულის თანადგომა სჭირდება? და რით განსხვავდება ასეთი აზრი იუდეველთა მოძღვრებისაგან?

    მაგრამ, რაჟამს თქვა: “სულისაგან შობილი სულია”, ქრისტემ კვლავ დაინახა, რომ ნიკოდემოსი იბნევა, და ამიტომ საუბარს გრძნობად მაგალითზე გადაიტანს.

  3. გრიგოლ ნოსელი4 საუკუნე
  4. ეფრემ ასური4 საუკუნე
  5. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  6. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  7. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  10. მაკარი (ბულგაკოვი)19 საუკუნე
  11. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  12. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  13. ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე

1 / 13

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 3:6 კონტექსტში

3:4უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?

3:5მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.

3:6ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.

3:7ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.

3:8ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.

პარალელური ადგილები: იოანე 3:6

განაგრძე კითხვა: იოანე 3

სრულად წაიკითხე: იოანე 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში