
იოანე 4:22, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის.
იოანე 4:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 მაისი, 2027, აღდგომის მე-5 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 4:22
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “უფალი ჩვენი იესო ქრისტე არც ერთ ადგილს არ ანიჭებს უპირატესობას და არც მეორეს აკნინებს. იგი ქალის სულს ამაღლებს იმის შეგონებით, რომ არც იუდეველებს და არც სამარიელებს არ აქვთ იმდენი, რამდენიც მომავალში უნდა მიეცეთ. შემდეგ კი განმარტავს მათ შორის განსხვავებას, უპირატესობას იუდეველებს ანიჭებს, ოღონდ არა ადგილის გამო, არამედ სულით.”
მთელი განმარტება
უფალი ჩვენი იესო ქრისტე არც ერთ ადგილს არ ანიჭებს უპირატესობას და არც მეორეს აკნინებს. იგი ქალის სულს ამაღლებს იმის შეგონებით, რომ არც იუდეველებს და არც სამარიელებს არ აქვთ იმდენი, რამდენიც მომავალში უნდა მიეცეთ. შემდეგ კი განმარტავს მათ შორის განსხვავებას, უპირატესობას იუდეველებს ანიჭებს, ოღონდ არა ადგილის გამო, არამედ სულით.
ქრისტე თითქოს ეუბნება: ადგილის გამო ნუ კამათობთ, ღვთის თაყვანისცემის სახით კი იუდეველებს უპირატესობა აქვთ სამარიელებთან შედარებით, რადგან თქვენ არ იცით, ვის ეთაყვანებით, ჩვენ კი ვიცით, ვის ეთაყვანებით. მაშ, როგორ არ იცოდნენ სამარიელებმა, ვის ეთაყვანებოდნენ? მათ ეგონათ, რომ ღმერთი ადგილობრივია და მხოლოდ ერთ ქვეყანაში არსებობს. ამ ცრუ წარმოდგენის შესაბამისად ემსახურებოდნენ მას.
მაგრამ იუდეველები თავისუფალნი იყვნენ ამ ცდომილებისაგან და აღიარებდნენ ღმერთს, თუმცა ყველა არა, სამყაროს ღმერთად. ამიტომაც ამბობს ქრისტე: “თქვენ არ იცით, ვის ეთაყვანებით, ჩვენ კი ვიცით, ვის ეთაყვანებით” (იოან. 4:22).
ნუ გაგიკვირდებათ, რომ ქრისტე საკუთარ თავს იუდეველებს მიაკუთვნებს. იგი ქალთან საუბრობს, როგორც იუდეველი წინასწარმეტყველი. ამიტომაც გამოიყენა გამოთქმა: “ჩვენ ვეთაყვანებით”. ის, რომ თავად თაყვანისცემის ღირსია, ახლა ყველასთვის ცნობილია: თაყვანისცემა ქმნილების საქმეა, ხოლო ქმნილებათა უფლისთვის თაყვანისცემის მიღებაა დამახასიათებელი. ამჯერად კი ის იუდეველის სახით საუბრობს, ამიტომაც ამბობს: “ჩვენ”, ანუ იუდეველები.
ამგვარად ამაღლებს იუდეველთა რჯულს და კვლავ შთააგონებს ქალს, უფრო ყურადღებით მოუსმინოს მის სიტყვებს, რადგან თავის სწავლებას ეჭვგარეშე ხდის და აჩვენებს, რომ იუდეველთა სარწმუნოებას არა ნათესაური ერთობის გამო ამაღლებს, არამედ ჭეშმარიტებით. ის, ვინც ასე საუბრობს იმ ადგილზე, რომლითაც იუდეველები ყველაზე მეტად ქედმაღლობდნენ და ყველა ხალხზე უპირატესობას მიაწერდნენ საკუთარ თავს. Ვინც ასე აუფასურებს მათთვის ასეთ მნიშვნელოვან უპირატესობას, ცხადია, ამას ვინმეს მოსაწონებლად კი არ ამბობს. Ჭეშმარიტად და წინასწარმეტყველური ძალით.
მაცხოვარი ეუბნება მას: “მერწმუნე მე, დედაკაცო, რამეთუ მოვიდეს ჟამი, ოდეს არა მთასა ამას, არცა იერუსალემს თაყვანის-სცემდეთ მამასა” (იოან. 4:21). შემდეგ კი დასძენს: “რამეთუ ცხორებაჲ იუდაელთაგან არს” (იოან. 4:22). ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ იუდეიდან წარმოიშვა სიკეთე მთელი სამყაროსთვის, რადგან სწორედ აქ დაიწყო ღვთის შემეცნება, კერპების უარყოფა და ყველა სხვა დოგმატი. თქვენი თაყვანისცემაც, თუმცა არასწორი, იუდეველებიდან იღებს სათავეს. ან კიდევ, საკუთარ ამქვეყნად მოვლინებას უწოდებს ხსნას.
უმჯობესი იქნება, თუ ორივეს ვუწოდებთ ხსნას, რომელიც, ქრისტეს სიტყვებით, “იუდაელთაგან არს”. ამაზე მიუთითებს პავლეც: “მათგან არს ქრისტე ხორციელად, რომელი არს ყოველთა ზედა ღმერთი, კურთხეული უკუნისამდე, ამინ” (რომ. 9:5). ხედავთ, როგორ აქებს ქრისტე ძველ აღთქმას და გვიჩვენებს, რომ ეს აღთქმა კეთილდღეობის ფესვია და რომ თავად იგი არაფერში ეწინააღმდეგება რჯულს.
მაგრამ, თუმცა ის ამბობს, რომ ყველა სიკეთის დასაწყისი იუდეველებიდან მოდის, “მოვიდეს ჟამი და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა” (იოან. 4:23).
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე ანასტასი სინელი7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე გრიგოლ პალამა14 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 4:22 კონტექსტში
4:20ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.
4:21ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
4:22თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის.
4:23მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს.
4:24ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.
პარალელური ადგილები: იოანე 4:22
- მოციქულთა საქმენი 17:23ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.
- ესაია 2:3დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
- რომაელთა მიმართ 9:4რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც.
- რომაელთა მიმართ 9:5მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
- ლუკას სახარება 24:47და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
- ფსალმუნები 147:19ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს.
- მოციქულთა საქმენი 17:30ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.
- სოფონია 3:16იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღება მკლავი!
განაგრძე კითხვა: იოანე 4
სრულად წაიკითხე: იოანე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





