
იოანე 6:26, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
იოანე 6:26 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(იოან. 6:25), მან სიმკაცრით უპასუხა, რათა ეჩვენებინა, რომ ადამიანთა პატივს კი არ ეძიებდა, არამედ მხოლოდ მათ ხსნას. ამით არა მხოლოდ ხალხის გამოსწორება სურდა, არამედ მათი ზრახვების გამოაშკარავებაც.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 15 მაისი, 2027, აღდგომის მე-2 კვირის შაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 6:26
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ზოგჯერ თავმდაბლობა და ლმობიერება საკმარისი არ არის. არის ჟამი, როდესაც მოძღვარს სიმკაცრეც მართებს. როდესაც მოწაფე ზარმაცია და ჯიუტი, სასჯელი უნდა იხმარო, რათა სიზარმაცის ძილიდან გამოიყვანო.”
მთელი განმარტება
ზოგჯერ თავმდაბლობა და ლმობიერება საკმარისი არ არის. არის ჟამი, როდესაც მოძღვარს სიმკაცრეც მართებს. როდესაც მოწაფე ზარმაცია და ჯიუტი, სასჯელი უნდა იხმარო, რათა სიზარმაცის ძილიდან გამოიყვანო.
ასე მოიქცა ძე ღვთისა მრავალ სხვა შემთხვევაშიც და ამჯერადაც. როდესაც ხალხი მივიდა იესოსთან და მლიქვნელურად უთხრა: “რაბი, როდის მოხვედი აქ?” (იოან. 6:25), მან სიმკაცრით უპასუხა, რათა ეჩვენებინა, რომ ადამიანთა პატივს კი არ ეძიებდა, არამედ მხოლოდ მათ ხსნას. ამით არა მხოლოდ ხალხის გამოსწორება სურდა, არამედ მათი ზრახვების გამოაშკარავებაც.
რა უთხრა უფალმა? “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ” (იოან. 6:26), მტკიცედ და დანამდვილებით. “მეძებთ მე არა იმიტომ, რომ სასწაულები იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით”. სიტყვით განგმირა და ამხილა, მაგრამ არა სასტიკად და ძლიერად, არამედ დიდი ლმობიერებით. არ უთქვამს: “ეჰ, სიამოვნების მოყვარულნო და მუცელღმერთებო! ამდენი სასწაული მოვიმოქმედე, მაგრამ არასოდეს გამომყევით და არ გაგკვირვებიათ ჩემ მიერ აღსრულებული საკვირველებანი!” არამედ გარკვეული თვინიერებითა და სიმშვიდით თქვა: “მეძებთ მე არა იმიტომ. Სასწაულები იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით”. ამით არა მხოლოდ წარსულ სასწაულებზე მიანიშნებდა, არამედ აწმყოზეც. თითქოს ეუბნებოდა, რითაც ამხელდა მათ: პურის სასწაულმა კი არ გაგაოცათ, არამედ იმან, რომ გაძეხით.
და ის, რასაც მათზე ამბობდა, ვარაუდი კი არ იყო, მათ თავადვე ცხადყვეს. ისინი მართლაც იმისთვის მივიდნენ კვლავ, რომ კვლავაც დამტკბარიყვნენ იმავე საზრდოთი, ამიტომაც ამბობდნენ: “მამებმა ჩვენმა მანანა ჭამეს უდაბნოში” (იოან. 6:31), კვლავ ხორციელ საზრდოსკენ მიიზიდავდნენ მას, რაც დანაშაულს და უდიდეს მსჯავრს იმსახურებდა.
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 6:26 კონტექსტში
6:24როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იქ აღარც იესოა და აღარც მისი მოწაფეები, თვითონაც ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გასწიეს.
6:25ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ?
6:26მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
6:27ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი.
6:28მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი?
პარალელური ადგილები: იოანე 6:26
- იაკობის ეპისტოლე 4:3ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.
- იაკობის ეპისტოლე 4:4მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.
- ფილიპელთა მიმართ 3:19რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.
- ფილიპელთა მიმართ 2:21ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას.
- ეზექიელი 33:31მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენ წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:5გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ.
- რომაელთა მიმართ 16:18რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
- მოციქულთა საქმენი 8:18როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ
განაგრძე კითხვა: იოანე 6
სრულად წაიკითხე: იოანე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





