
იოანე 7:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი?
იოანე 7:45 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 ივნისი, 2027, აღდგომის მე-8 კვირიაკე: წმიდა სამების დღესასწაული (სახარება).
იოანე 7:45 კონტექსტში
7:43და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში.
7:44ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი.
7:45მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი?
7:46მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი.
პარალელური ადგილები: იოანე 7:45
- იოანე 7:32ეს მითქმა-მოთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
- მოციქულთა საქმენი 5:21ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში.
- მოციქულთა საქმენი 5:27როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ:
განაგრძე კითხვა: იოანე 7
სრულად წაიკითხე: იოანე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში